ირაკლი კობახიძე – სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან შეხვედრა – საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
„სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოების მთელ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების იდეის ერთგულია საქართველო“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ