მამუკა მდინარაძე – ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კამათშიც და საქმეშიც მოგებული დავრჩით – ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იქნება, ჩვენ კი ვიმუშავებთ

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კამათშიც და საქმეშიც მოგებული დავრჩით – კამათში მოგება იმაში მდგომარეობდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხოლო საქმეში მოგება მდგომარეობდა იმაში, რომ საქმე პედანტურად გადაწერით კი არ გავაკეთეთ, რეკომენდაციები შევასრულეთ, ხოლო სადისკუსიო-საკამათო საკითხები ქართული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მ განუცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ახლაც საქმეს აკეთებს, ოპოზიცია კი, საბოტაჟის რეჟიმშია.
როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთი მხარე ერთი მხრივ მუშაობს, საქმეს აკეთებს და მეორე მხრივ, გიენური თავდასხმების მოგერიება უწევს.
„საქმეს „ქართული ოცნება“ აკეთებს. გუშინ გავათენეთ – ამ თემაზე პარტიის ოფისში შევიკრიბეთ, პუნქტობრივად გავდიოდით, რასთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რისი პრეცედენტი არ არსებობს, რაზე შევეკამათოთ, რაზე დისკუსია უნდა გავმართოთ, რაზე უნდა დავეთანხმოთ, რა უნდა შევასრულოთ. პრინციპში ყველაფერი სრულდება ხოლმე, თუ რაიმე მსოფლიოში უპრეცედენტო არ არის. ჩვენ ყველა პუნქტს ზედმიწევნით ვასრულებთ. იმავდროულად, მაღალი სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ. მეორე მხრივ, სულ გვაქვს სპეკულაციები, ნიშნის მოგება, ტყუილები და ამ ტყუილებზე აგებული ნარატივები. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ, მათაც მოვიგერიებთ და საქმესაც გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ