როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? – ირაკლი ღარიბაშვილი “ფორმულის” ჟურნალისტს

როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? – “ფორმულის” ჟურნალისტს
თქვენ წარმოადგენთ კეზერაშვილის ტელევიზიას. სააკაშვილთან ერთად, კეზერაშვილი ელიტური კორუფციის ფუძემდებელია საქართველოში. როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? ეს ხომ ძალიან დიდი უსამართლობაა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ფორმულას“ ჟურნალისტს.
„მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩემი პრემიერობის დროს, ამას ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო საქართველო. მთავრობის ეფექტიანობის, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით, ჩემი მთავრობა, ჩემი პრემიერობის დროს იყო მოწინავე, საუკეთესო პოზიციებზე. გნებავთ, უსაფრთხოების რეიტინგებში, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ჩვენ ვართ საუკეთესო ათეულსა და ოცეულში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამბიციაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს რეიტინგები და მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

25 წლის ასაკში დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, აშშ-ში რომ კანონი მოქმედებს ისეთის გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია 65 წლის რომ ვიქნები წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე

არაერთხელ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა, როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი იქნება არა!

ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით