11 მილიონი მმართველი პარტიის ანაგრიშზე და 100 ათასი მთელი ოპოზიციური სპექტრის – თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ “ოცნების” ყულაბა სამართლიანად ივსება და ბიზნესს მილიონების ჩუქება საკუთარი სურვილით უნდება.
არანაირ კითხვებს არ იწვევს, ეს არის თქვენი სულელური სპეკულაციები. ე.ი. ბიზნესის დიდი ნაწილი თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან”, ცხადია და რა არის ამაში ცუდი. როგორც ფიქრობთ, საიდან ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიები, როდესაც არჩევნებია? არჩევნებს თანხის გარეშე ხომ ვერ ჩაატარებენ, ვინ აფინანსებს თუ არა ბიზნესი. შეიძლება, იყოს რაღაც კატეგორია ბიზნესის, ვინც აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა უმრავლესობა აფინანსებს “ქართულ ოცნებას” და ამას აქვს თავისი ახსნა და თავისი მიზეზი”, – ამბობს კალაძე.
“ქართული ოცნება” არჩევნების წელს, ბიზნესისგან მიღებული 11 მილიონით იწყებს. ამ სიაში ჭარბობენ ის ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს ერთი-მეორის მიყოლებით იგებენ და ხალხის ფულით მდიდრდებიან.