კირილ ბუდანოვი – F-16-ების საკითხი მოგვარებულია – იმედი მაქვს, ისინი უკრაინის ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან

უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება“, – განაცხადა ბუდანოვმა.
კითხვაზე, თუ როდის მიიღებს დასავლურ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბუდანოვმა განაცხადა, რომ სწრაფად.
„უკვე სწრაფად, ეს ბოლო ეტაპია. თქვენ იცით, რომ ჩვენი პილოტები გადიან სწავლებას. იმედი მაქვს, რომ ისინი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან”, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“