ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და “ლელოს” საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი, “ლელოს” კამპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, სოციალურ ქსელში აფასებს.
იონათამიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ერთ-ერთ ბანერზე, ბიძინა ივანიშვილს “ლელოს” საარჩევნო ნომრით შუბლი გაუხვრიტა.
“შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი ლელოს საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა… როგორც ჩანს, ნაცებიდან მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე.” – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას