აშშ-ს 2024 წლის ბიუჯეტი 6.9 ტრილიონ დოლარი იქნება – რაში დახარჯავს ქვეყანა თანხის დიდ ნაწილს

ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ჯერაც არ არის დამტკიცებული, თუმცა დამუშავებული ვერსიიდან უკვე შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა.
საერთო ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტი 6.9 ტრილიონ დოლარზეა გათვლილი, აქედან მთავრობა 4.5 ტრილიონის შემოსავლის მიღებას შეძლებს, ანუ მომავალი წელის ბიუჯეტი $2.4-ტრილიონიან დეფიციტზე იქნება გათვლილი.
ცხადია, ამ თანხის შესავსებად დამატებითი ვალდებულებების აღება იქნება საჭირო. შესაბამისად, მომავალ წელს -ის მთავრობის ვალის მოცულობა $34 ტრილიონს გადააჭარბებს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
2024 წლის აშშ-ის ბიუჯეტის უდიდესი ხარჯების სიას შემდეგია:
1. ჯანდაცვის პროგრამა – $1.7 ტრლნ
2. სოციალური პროგრამა – $1.4 ტრლნ
3. სახაზინო დეპარტამენტი – $1.4 ტრლნ
4. თავდაცვის დეპარტამენტი – $864 მლრდ
5. ვეტერანთა დახმარების პროგრამა – $320 მლრდ
6. განათლების დეპარტამენტი – $249 მლრდ
7. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი – $219 მლრდ
8. სატრანსპორტო დეპარტამენტი – $145 მლრდ
9. ადმინისტრაციული ხარჯები – $130 მლრდ
10. სოციალური ადმინისტრაციის ხარჯები – $118 მლრდ

ასევე დაგაინტერესებთ