რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” მამუკა ხელაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” მამუკა ხელაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას.
საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.
კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით ნაცადი ხერხით ახდენენ რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე და ამით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას.”– ნათქვამია რუსთავის საკრებულოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს