აშშ-მ უარი თქვა პუტინთან მოლაპარაკებაზე უკრაინის გარეშე – „როიტერსი“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ მხარეს ში ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტზე ამჟამინდელი ვითარების შენარჩუნება შესთავაზა, იტყობინება „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის პუტინმა საჯაროდ, და ასევე საიდუმლოდ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შუამავლების მეშვეობით, გადასცა ვაშინგტონს შეტყობინება, რომ მზადაა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.
„როიტერსის“ ამერიკელი წყარო სულაც უარყოფს რაიმე ოფიციალურ კონტაქტს და ხაზს უსვამს, რომ ამერიკა არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
„კონტაქტებმა ამერიკელებთან არაფერი შედეგი გამოიღო“, – ამბობს „როიტერსის“ რუსული წყარო. მეორე წყაროს თანახმად კი, ვაშინგტონმა იმავე შუამავლებით შეუთვალა მოსკოვს, რომ არ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინელების გარეშე და კონტაქტებიც ამით დასრულდა. მესამე რუსული წყაროც აღნიშნავს, რომ -ს არ სურდა უკრაინაზე ზეწოლა.
რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის უკრაინასთან, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების პირობით. უკრაინა, თავის მხრივ, რუსეთისგან ამ ტერიტორიებისა და ასევე, 2014 წელს ანექსირებული ს დაბრუნებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა