ბულგარეთსა და პოლონეთს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბულგარეთსა და პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ნატო-ს მთავარი მოკავშირეების მხარდაჭერის დემონსტრირებით, მისი მოგზაურობა თავდაცვის წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხი დევიდ კამერონის ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება.
უკრაინის დახმარების საკითხთან ერთად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასაც განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ