რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჯო ტომასონი იასპარეზებს.
30 წლის გამთამაშებელმა გუშინ “მაკაბის” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ისრაელის ჩემპიონატის მატჩში “მაკაბიმ” “აირონ რამათ განი” 92:75 დაამარცხა.
ტომასონმა პარკეტზე 11:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, უკანახაზელი “მაკაბიში” გადასვლამდე “გრანადას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის “დინამოში”, პოლონეთის “გდანსკში”, “ლიუბლინსა” და “ზელონა გორაში”, ისრაელის “გალილ გილბოაში”, ესპანეთის “მანრესაში”, რუსეთის “პეტერბურგსა” და
ბერძნულ “პრომითეასში”.