ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “რეალმა” სტუმრად “ლაიფციგი” 1:0 დაამარცხა. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. იტალიელმა სპეციალისტმა უკრაინელი კარის დარაჯის, ანდრეი ლუნინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“რთული მატჩი გამოვიდა. კარგი მომენტები გვქონდა, დაცვაშიც საიმედოდ ვითამაშეთ. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასევე შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.
ლუნინმა დიდებულად ითამაშა. მისი თავდაჯერება დროდადრო გაიზრდება”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.