„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ონდრეი კოლარს შეხვდა.
„კოლარი ჩეხეთის პარლამენტის წევრია პარტია „ტოპ-09“-დან, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის. საუბრის თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე გადასადგმელი რეფორმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/01000000-0aff-0242-beae-08dc93930f3d_tv_w1200_r1-JtFGel-300x169.jpeg)