ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპის განცხადება ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, ს ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია.
„ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული”, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პაკეტის ჩავარდნა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, ს წისქვილზე დაასხამს წყალს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს ის მოკავშირეები ს პოტენციური შეჭრისგან, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე და მეტიც, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთი. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის