მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ლერი აბულაძე 13 თებერვალს, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დააჯილდოვა.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების ლიდერს შარშანდელი წარმატებები დაუფასეს – 2023-ში მან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაუმარცხებლად იჭიდავა და „ოქროს დუბლი“ შეასრულა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი კი ლერი აბულაძისთვის წარუმატებელი გამოდგა – მეოთხედფინალში წააგო და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
აპრილში ლერი აბულაძე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა – 60 კილოგრამში შეეცდება პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას, რადგან მისი წონა ოლიმპიურ პროგრამაში არაა შეტანილი.