ს პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს
პრეზიდენტის პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ს მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები აღარ აკვირვებს.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე აღარ მიკვირს, რადგან, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებითაც კი, მან უკვე არაკონსტიტუციური ქმედებები ჩაიდინა და ამას აგრძელებს. პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ ექნება და არც ეს არის გასაკვირი, რადგან მისი პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან. როცა სალომე ზურაბიშვილი სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ტრიბუნიდან საუბრობდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელი საუბრობდა, რადგან სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. არ მიკვირს მისი ასეთი ქმედებები და, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი