ლაშა ტალახაძე 2023 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

სოფიაში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ევროპის და მსოფლიოს 7-7-გზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დააჯილდოეს.
მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ძალოსნობის ევროპის ფედერაციამ (EWF) ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) წევრთა გამოკითხვის შედეგად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვაც აქვს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12-კაციანი გუნდით იასპარეზებს, მათ შორის ორი ძალოსანი ქალთა ნაკრების წევრია.
geonoc.org.ge
ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა” style=”height: 50px; width: 50px;” />ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების განრიგი ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში