იოსებ ხახალეიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძველი და სახელოვანი უმაღლესი განათლების კერაა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, გაიხსნა საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ბიუსტი და ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორია. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
უნივერსიტეტს დაბადების დღე მიულოცა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან განათლების კერას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილი ვართ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს სასწავლებელი.
მინდა უნივერსიტეტის მესვეურთ, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სრულიად ქუთაისს მივულოცო ეს დღე.
გვეამაყებით და მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ!”, – აცხადებს ხახალეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა