სომხეთის საელჩო – აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

13 თებერვლის დილას, სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის პროვინციის, კაპანის გაფართოებული თემის ნერქინ ჰანდის დასახლების მიდამოში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მორიგი პროვოკაციისა და ძალის გამოყენების შედეგად სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
„მიუხედავად სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 12 თებერვლის შეტყობინებისა, რომ აზერბაიჯანული მედიის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებული კადრები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესაზღვრეებმა კაპანის რაიონში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს და მიმდინარეობს გამოძიება, აზერბაიჯანულმა მხარემ 13 თებერვლის დილას განახორციელა აგრესიული ქმედებები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი საბაბს ეძებს სასაზღვრო ესკალაციების განსახორციელებლად.
ძალის გამოყენების ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეომრული განცხადებები, ასევე, ბოლო დღეების საინფორმაციო-პროპაგანდისტული მოსამზადებელი სამუშაოები. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული აქტორების ძალისხმევას, რათა განაახლონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული მოლაპარაკებები.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ სამხედრო პროვოკაციების მიმართვის, აზერბაიჯანის ამ ქმედებებს და მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხური მხარის ადრე გაჟღერებულ წინადადებებს, სანდო ღონისძიებების გატარების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვრის უსაფრთხოების გაზრდას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის