კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, „მოსადის“ ხელმძღვანელსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

კაიროში -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, „მოსადის“ ხელმძღვანელსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
ეგვიპტური მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი, „მოსადის“ ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა და კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ღაზაში ზავის განსახილველად ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს ხვდებიან.
„ჰამასი“ და სხვა ფრაქციები კაიროს შეხვედრების შედეგებს ელიან და „ჰამასი“ მზადაა განიხილოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აგრესიისა და ომის დასრულებას გამოიწვევს“, – განუცხადა AFP-ის „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა