მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა:
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ… ევროკავშირმა სა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მან ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა.” – ვკითხულობთ დოკუმენტში. mtavari.tv

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება