სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გამოასვენეს

ცნობილი ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ტაშით გამოასვენეს.
მსახიობს საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ჩაჩანიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში, მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს ხელი ეტყობა