იანვარში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო იმპორტი 10.2%-ით შემცირდა

იანვარში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო იმპორტი 10.2%-ით შემცირდა
2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.