ცირკთან 5 ცათამბრჯენის მშენებლობაზე მერიაში განაცხადი შევიდა

კომპანია შპს “სითი ცენტრი 2”-მა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებით შეთანხმების მიზნით მიმართა. საქმე ეხება თბილისში, ცირკის უკან მდებარე 59-მდე ჰა ტერიტორიას.
როგორც ტერიტორიის განვითარების გეგმაში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სატრანსპორტო ზონა 1 და რეკრეაციული ზონა 1. ამასთან, შეზღუდვების მიხედვით არეალს ფარავს ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები, ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა, ჯიხურების აკრძალვა და გარე ვაჭრობის შეზღუდვის არეალი.
კომპანია თბილისის მერიას სთხოვს, რომ ტერიტორიის განვითარება მოხდეს სრულად საზოგადოებრივ საქმიანი ზონის დანიშნულებით, ადგილზე საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსების მიზნით. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით.
პროექტი თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში კომპანია შპს სითი ცენტრი 2-მა წარადგინა, რომლის დირექტორი გიორგი შეყრილაძეა, ხოლო კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი ფლობს.
თუმცა ამასთან, არქიტექტურული პროექტის დამკვეთი შპს სითი ცენტრიცაა, რომლის დირექტორი აკაკი სონგულიაა, ხოლო კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი ფლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა