ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი უფრო მოაზროვნე, ეროვნული, მორწმუნე, ეკლესიური, დამჯდარი პიროვნებები არიან – ისინი არ ხმაურობენ, მაგრამ საკუთარ სიტყვას ამბობენ საარჩევნო ყუთთან

ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი უფრო მოაზროვნე, ეროვნული, მორწმუნე, ეკლესიური, დამჯდარი პიროვნებები არიან – ისინი არ ხმაურობენ, მაგრამ საკუთარ სიტყვას ამბობენ საარჩევნო ყუთთან
„ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს, სეგმენტს, რომელიც არ ჩანს ლიბერალიზმის მხარეს, არის ჩუმად, მაგრამ ძალიან ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს უფრო მოაზროვნე, ეროვნული, მორწმუნე, ეკლესიური, დამჯდარი პიროვნებები არიან, რომლებიც არ ხმაურობენ. „არ ეგონოს საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩეველს, რომ მოპროტესტე ახალგაზრდობის სეგმენტი არის ძალიან დიდი. არ არის ძალიან დიდი. ამ ასაკობრივ სეგმენტში ძალიან დიდი ნაწილია, რომელიც არ მიდის მათკენ.
საბედნიეროდ, ეკლესიამ და დიახ, სწორედ „ქართული ოცნების“ პატრიოტულმა იდეოლოგიამ გააკეთა ეს საქმე, რაშიც ჩვენც „ხალხის ძალაც“ წავეხმარეთ. ძირითადად ეს ახალგაზრდები ეკლესიის წიაღში არიან. გავიაროთ შაბათ-კვირას ეკლესიებში, ვნახავთ რა რაოდენობის ახალგაზრდა დგას წირვა-ლოცვაზე. მათ შეიძლება, ახალგაზრდობის 10%-ი წაიყვანონ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ხმაურობენ და უფრო მეტად ხმაურით ჩანან. მაგრამ უდიდესი ნაწილი არ ხმაურობს, უფრო მოაზროვნე, ეროვნული, მორწმუნე, ეკლესიური, დამჯდარი პიროვნებები არიან – ისინი არ ხმაურობენ, მაგრამ საკუთარ სიტყვას ამბობენ საარჩევნო ყუთთან. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს, სეგმენტს, რომლებიც არ ჩანან ლიბერალიზმის მხარეს, არიან ჩუმად, მაგრამ ძალიან ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.
Previous: ხვდები რამდენი პრობლემები გაქვს? – დიმიტრი სამხარაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის