“ნაპოლის” ფეხბურთელმა “ინტერში” სამედიცინო შემოწმება ფარულად გაიარა

29 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი ამ სეზონში ისედაც არ ბრწყინავს, “მილანთან” მატჩი კი საერთოდ ჩააგდო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
29 წლის ზილენსკის “ნაპოლისთან” კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება, უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ “ინტერში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და ამიტომ ბოლომდე აღარ იხარჯება. Calciomercato-ს ცნობით, გუშინ დილით პოლონელი ისე წავიდა “ნერაძურიში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რომ ნეაპოლური კლუბი საქმის კურსში არ ჩააყენა.
ის “ინტერთან” მალე სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს დაუნიშნავენ, მისი აგენტი კი საკომისიოს სახით 4 მილიონს მიღებს.
ნეაპოლური
გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასული წლის ზაფხულში ზილენსკის საუდის არაბეთში გადაბარგების შემთხვევაში, “ნაპოლი” სატრანსფერო თანხას მიიღებდა, ხოლო ახლა, გუნდში 8 წლის განმავლობაში ასპარეზობის შემდეგ, მხარეები ერთმანეთს გულთბილად ვერ დაემშვიდობებიან, მით უმეტეს პოლონელი იტალიაში კონკურენტ კლუბში გადავა.
დღეს “ინტერში” სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთი ფეხბურთელი გაივლის, რომელსაც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებს – “პორტუს” 31 წლის ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში