ხვდები რამდენი პრობლემები გაქვს? – დიმიტრი სამხარაძე მამუკა ხაზარაძეს

ხვდები რამდენი პრობლემები გაქვს? – დიმიტრი სამხარაძე
“გაჭირვებული ხალხის ფულით და წართმეული ქონებით გამელეხებული ხაზარაძე გვემუქრება? თან რუსეთში გვიშვებს თურმე!”- წერს “ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც მამუკა ხაზარაძეს პასუხობს.
“ჯერ ერთი, მევახშე-თაღლითო, მთელი შენი ცხოვრება რუსეთში და რუსებთან ერთად ძარცვავდი ქართველებს, არასდროს გადაგივადებია გაჭირვებული ხალხისთვის სესხი, ქოხებსაც კი ართმევდი ხალხს! ქველმოქმედებაში ხარჯავდი ფულს არა? თუ ხარჯებში აპრავებდი ქველმოქმედებას?
10 ლარიანს 100 ლარად რომ ასაღებდი, რა გგონია არავინ იცის? ხელისუფლებაში მოვალო რომ იძახი, ვინ მოგასუნინებს ან ვისი მხარდაჭერით მოდიხარ? უცხოელი მეპატრონეების იმედად? ვერ აანალიზებ შენი მეპატრონეები ვერაფერს რომ ვერ გვიშვებიან?
ომი რომ ვერ დაგვაწყებინეს, რევოლუცია ვერ მოაწყვეს, სტატუსის მიღება ვერ დაბლოკეს, ქართულ საზოგადოებაში 5იდარასტების დომინირება ვერ შეძლეს, ეკლესიასთან ბრძოლის და დამარცხების საშუალებას არ ვაძლევთ, მაგ მეპატრონეების იმედად ხარ გატლეკილი ხო? შენი და შენი “ამ ჩემს ლელოს” რეიტინგი 2%-იც რომ არ არის, მაგაზე რა ხდება ხაზარ? შენი მევახშეობით ათასობით გაუბედურებულ მოქალაქეს დაარწმუნებ შენს პატიოსნებაში? საქართველოს მტრების მონობას, პატრიოტობის იმიჯს როგორ მოარგებ? ხვდები რამდენი პრობლემები გაქვს? 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფულს რომ არ უხდიდი საკუთარი პარტიის წევრებს რეგიონებში, ისევ გახარიას მეთოდით ფიქრობ დაბოლებას? ფუჭი ხარ ხაზარ, ფუჭი”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა