ქალის და კაცის ლექსიკა – ქალების ექსკლუზიური უფლება ზრდილობაზე – მინისტრის განცხადება

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა:
უბრალოდ ცუდია, რომ ეს ადამიანები ვერ მიეჩვივნენ კონსტრუქციულად საუბარს და იყენებენ ასეთ უზრდელურ ეპითეტებს, კარგი იქნება დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ პირადად გაჩუქებთ დიდ წამზომს. აუცილებლად შეგისრულებთ ამას, რომ ტყუილებით არ ილაპარაკოთ და დაუკვირდით სიტყვებს, ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება.
ქალბატონო თინა, ძალიან მაგარი ხართ, ყოჩაღ. ქალბატონო თინა, მე დავბრძანდები თუ აქ ვიქნები, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი, როცა დავასრულებ პასუხს, მაშინ დავჯდები, ამის შესახებ მე თქვენთან არ ვაპირებ საუბარს. მე მოგიწოდებთ, რომ იყოთ ზრდილობიანი, სირცხვილია და ელემენტარულად ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც ამბობთ თქვენ, ქალბატონო თინა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რა პარტიას წარმოადგენთ თქვენ, რა რეზოლუციაზე გაქვთ ხელი მოწერილი თქვენი პარტიის მესვეურების მეშვეობით.”
მინისტრს არ უთქვამს, რომელი კანონის მიხედვითაა განსაზღვრული ქალის და კაცის ლექსიკა, ან როდის შემდეგ მოიპოვეს მამაკაცებმა დეპუტატებმა სიტყვებზე: “ნაბიჭვარო, დედას შე@@@@, გააჯ@@ აქედან” – ექსკლუზიური უფლება, ისევე, როგორც არ უთქვამს, თვლის, თუ არა, უზრდელობად ამ სიტყვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს