CIU-ში „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კვირეული მიზნად ისახავს სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა CIU-ს „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა და ღონისძიების მოდერატორმა, ია ნადირაშვილმა გახსნა.
„სტუმრებს მიესალმა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი, რომელმაც კვირეულის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მოწვეულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის.
სტუმრებს ასევე მიესალმნენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი და Global Entrepreneurship Week-ის წარმომადგენელი საქართველოში, თინათინ ღოლაძე.
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, კომპანია Webapp-ის დირექტორმა, ლევან მესხიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „იდეიდან რეალურ მომხმარებლამდე“, ხოლო კომპანიის – „მზეთამზე – გემოვანი პური“ – დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლელიშვილმა, თემაზე: „საკვების წარმოების მომავალი – უვნებელი სურსათი VS მარგებელი საზრდო“.
კვირეულში მონაწილებდა 12 მეწარმე კომპანია: “artlab”, “webapp”, “ბაია”, “გურული”, “კეთილი და პატიოსანი”, “მაქმანი”, “მზეთამზე”, “პოტერია”, “სიზმარა”, “ჩიზუკა”, “ ჩირიფრუტი“ და „წვეთი La Goutte”.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის დასკვნით დღეს, უნივერსიტეტის ფოიეში, ზემოაღნიშნულ კომპანიათა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
კვირეული 15 ნოემბერს ბიზნესტრენერ ია ნადირაშვილის ტრენინგით გაიხსნა თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნება“, 16 ნოემბერს კი ბიზნესტრენერ შალვა ოთანაძის ტრენინგით გაგრძელდა თემაზე: „ეფექტური ფიჩი“.
გლობალური მეწარმეობის კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა ორგანიზებით, CIU-ს „ბიზნესინკუბატორის“ ეგიდით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში წარმომადგენლებს შორის პანელური დისკუსიაც გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს