“ტაილანდიდან ზესტაფონში მოტყუებით ჩამოიყვანა სამი პირი, აიძულა პროსტიტუციაში ჩართვა” – ტრეფიკინგში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა ტაილანდიდან სამი ადამიანი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, ჩამოართვა პასპორტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ