ვინ არიან სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში „ჰუმანოიდი რობოტები“ ჰგონიათ

ვინ არიან სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში „ჰუმანოიდი რობოტები“ ჰგონიათ
მსოფლიო ყურადღება მიიპყრო ვიდეომ, რომელშიც სხვადასხვა ქალაქში მოსეირნე „რობოტები“ ჩანან. ამის შესახებ უცხოურ მედიაშიც არაერთხელ დაიწერა.
რეალურად, ვიდეოში ვხედავთ მსახიობებს რობოტის ფორმით და მაკიაჟით. ეს ყველაფერი კი ერთ-ერთი ფილმის, The Creator-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილია.
ამ „რობოტებს“ არაფერი აქვთ საერთო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნის „ჰუმანოიდ რობოტებთან“.
საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, Disney-ის განცხადების გაკეთებაც მოუწია. მათი განმარტებით, სარეკლამო კამპანიაში მათ მსახიობები დაიქირავეს.
ცნობისთვის, ფილმის „The Creator“-ის რეჟისორი და პროდიუსერი გარეტ ედვარდსია. მოქმედება 2070 წელს, ლოს ანჯელესში ხდება. სიუჟეტი ბირთვული აფეთქებიდან 15 წლის შემდეგ პერიოდზე მოგვითხრობს.
The future is here. AI robots have arrived at the Chargers and Dolphins game at SoFi Stadium.

Experience #TheCreator only in theaters September 29. Get tickets now: https://t.co/clL8n7yTCE pic.twitter.com/e26TFDqv70 — The Creator (@creatorthefilm) September 10, 2023