“ცნობილი მეგობრები აღარ მყავს… ზედმეტ კილოგრამებს გავაყოლე ყველა, ვინც ჩემზე ცუდად მოქმედებდა” – თიკა ჯამბურიას გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და კარიერაზე – Marao
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა. ის წლების განმავლობაში ებრძოდა ჭარბ წონასაც, თუმცა სწორი კვებითა და ვარჯიშით სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხა და ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავენ, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება: “25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ” – ამბობს თიკა.
ამჯერად თიკა ინტერვიუში საკუთარ თავზე, კარიერაზე და მეგობრებზე საუბრობს:
“როცა მეუბნებიან: ჩემი ბავშვობა ხარ” – ეს ფრაზა ძალიან მსიამოვნებს, ვგრძნობ, რომ რაღაც კარგთან ვასოცირდები. წონის დაკლების პროცესში ყველაზე რთული ისაა, რომ ამას დიდი დრო სჭირდება. მე თავიდან ვშიმშილობდი, ნერვიულადაც ვჭამდი – კვებითი დამოკიდებულების დავიწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მეგობარი არ მყავს – ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგი მიყვარს, ზოგი ნაკლებად მიყვარს. მე ვარ ადამიანი, ვინც სხვასთან კონტაქტში ადვილად ვერ შევა. არ შემიძლია, ძალით ვერავის ვერ გავუღიმებ. ადამიანს, რომელიც დიდად გულზე არ მეხატება არ გავუღიმებ და არც მივესალმები. რაც შეიძლება ცნობილ მეგობრებს და მათთან მეგობრობას, ასეთი მეგობრები აღარ მყავს. ამ ბოლო პერიოდში ყველა ვინც მაღიზიანებდა და ცუდად მოქმედებდა, ჩამოვიშორე” – ამბობს თიკა ჯამბურია.