ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაკავებული და პოლიციაში დაღუპული ქალის, მაჰსა ამინის ბიძას პატიმრობა მიესაჯა განცხადებებისთვის, რომლებიც მან გააკეთა ამინის სიკვდილით გამოწვეული და ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად.
უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის თანახმად, საფა აელის პატიმრობა მიესაჯა ხუთი წლით, ოთხი თვით და 17 დღით, “საშინაო უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებების და შეთქმულების”, “სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის” და “ისლამური რესპუბლიკის ლიდერის შეურაცხყოფის” ბრალდებების საფუძველზე.
აელი თავის სახლში დააპატიმრეს 21 სექტემბერს, მაჰსა ამინის დაღუპვის პირველი წლისთავის წინ. Hengaw იუწყება, რომ მას სასტიკად ეპყრობოდნენ დაკავების 42 დღის განმავლობაში, სანამ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაუშვებდნენ.
