საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში (ეროვნული ლიგა) 10 გუნდია, რომელთა საერთო ღირებულებაც „transfermarkt-ის” მონაცემებით € 30.20 მილიონია.
ყველაზე ძვირი, €6.00 მლნ, ბათუმის დინამო ღირს, ყველაზე იაფი კი – სამტრედია €1,32 მლნ.
გუნდების ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება:
· ბათუმის დინამო – €6.00 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – გიორგი წიტაიშვილი. 2021 წელს, Vorskla Poltava-ში ყოფნისას, მისი საბაზრო ღირებულება €1.50 მილიონი იყო, თუმცა ახლა მისი საბაზრო ღირებულება, €0.8 მილიონს შეადგენს.
· ქუთაისის ტორპედო – €4.78 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – გიორგი არაბიძეა. მისი საბაზრო ღირებულება გაუტოლდა 2016 წლის (Shkhtar Donetsk II) ღირებულებას და € 0.7 მილიონი შეადგინა.
· დინამო თბილისი – €4.08 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – დანიელ რომანოვსკია. მისი საბაზრო ღირებულება € 0.65 მილიონია.
· საბურთალო- €3.28 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – ოთარ მამაგეიშვილია. მისი საბაზრო ღირებულება 2023 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, € 0.35 მილიონი იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით, მისმა საბაზრო ღირებულებამ € 0.3 მილიონი შეადგინა.
· წყალტუბოს სამგურალი – €2.85 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები ბექა დართმელაშვილი და ნიკა კალანდარიშვილი არიან. დართმელაშვილის საბაზრო ღირებულებამ € 0.452 მილიონიდან (FC Locomotive Tbilisi) € 0.25 მილიონზე ჩამოვიდა. კალანდარიშვილის საბაზრო ღირებულებამაც € 0.25 მილიონი შეადგინა.
· კოლხეთი -1913 ფოთი – €2.55 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – გიორგი მელქაძეა. მისმა საბაზრო ღირებულებამ € 1.50 მილიონიდან (FK Tambov) € 0.5 მილიონამდე დაიწია.
· გაგრა – €1.88 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – გიორგი ხარებაშვილია. მისი საბაზრო ღირებულება € 0.225 მილიონია.
· თელავი – €1.78 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – სტეფან ბუკორაცია. მისმა საბაზრო ღირებულებამ € 0.5 მილიონიდან (Kaspiy Aktau), € 0.325 მილიონზე დაიწია.
· გორის დილა – €1.73 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – ნიკა გაგნიძეა. მისი საბაზრო ღირებულება € 0.4 მილიონიდან, € 0.35 მილიონზე დაეცა.
· სამტრედია – €1.32 მილიონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – ომრან ჰაიდარია. მისი საბაზრო ღირებულება € 0.5 მილიონიდან ( Akra Gdynia), € 0.2 მილიონზე დაიწია.