ლაშა ფარულავა – საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვებას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყვება

საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რასაც ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყვება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია.
„საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია, ევროკავშირის წევრობისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ცხადია, ამას მოჰყვება ურთიერთობების ნორმალიზება ყველა ქვეყანასთან. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაეფუძნება სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასო ურუშაძე – ჩვენი ეკონომიკური პრობლემები ნავთობპროდუქტების ფასთანაა დაკავშირებული – ახსნას ივანიშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თვითღირებულებაა?

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას