აშშ-ს სენატმა წინ წაწია პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის $61 მილიარდიან დახმარებას შეიცავს

აშშ-ს სენატმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა $95,34 მილიარდის პაკეტის მიღების გზაზე, რომელიც უკრაინის, სა და ტაივანის დახმარებისთვის არის განსაზღვრული.
მტკიცე ხაზის გატარების მომხრე რესპუბლიკელებისა და ყოფილი პრეზიდენტის ს წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონპროექტის მიღებას 67-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 27 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მიღების მომხრეებს შორის 18 რესპუბლიკელი იყო. 60-ხმიანი ბარიერის გადალახვით, სენატორები პროცედურულ საკითხზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მომავალ დღეებში კანონპროექტს საბოლოოდ უყრიან კენჭს.
სენატის დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ეს კანონპროექტი მას შემდეგ წარადგინა, რაც $118 მილიარდის პაკეტი სენატში ჩავარდა. ამჯერად, სენატორები უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას, საზღვრის უსაფრთხოებისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხის გარეშე განიხილავენ.
გადამწყვეტი მნიშვნელობის კანონპროექტი, რომელზეც მოლაპარაკებები -ს კონგრესში უკვე თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, უკრაინისთვის $61 მილიარდს შეიცავს, ისრაელისთვის – $14 მილიარდს, ხოლო $4.83 მილიარდი ინდოეთ-წყნარ ოკეანეში მოკავშირეების, მათ შორის ტაივანის, დასახმარებლად არის გაწერილი. ამასთანავე, $9.15 მილიარდი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის არის განსაზღვრული.
სენატში მიღების შემთხვევაში, აღნიშნული კანონპროექტი შემდგომ წარმომადგენელთა პალატაში გაიგზავნება, სადაც რესპუბლიკელებს 219-212-ზე უმრავლესობა აქვთ.