ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას ესტუმრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი უკრაინაში სტუმრობის შემდეგ ჩავიდა მოლდოვაში, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად განიხილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის თემები.
ამის შესახებ ცნობა გაავრცელა მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.
კემერონმა თანამდებობის დაკავების შემდეგ თავისი პირველი ვიზიტი უცხოეთში 16 ნოემბერს უკრაინაში განახორციელა, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. კემერონი და ზელენსკი ჩავიდნენ ოდესის რეგიონში, რომელიც მოლდოვას ესაზღვრება.
Reuters-ის თანახმად, მოლდოვის პრეზიდენტმა, რომელიც პროევროპულ პოლიტიკოსად მიიჩნევა, დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მოსკოვს ბრალად დასდო ხელისუფლებიდან თავისი ჩამოშორების მიზნით შეთქმულება და კვლავ დაადასტურა მოლდოვის სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს