ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა „არ მოაწერს ხელს“ „როსგვარდიასთან“ ხელშეკრულებას

რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას“, აცხადებს ოკუპირებული რეგიონის -ს ხელმღვანელი, რობერტ კიუტი.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა კიუტმა.
დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, აფხაზეთი არის „სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და ამ სტატუსს იცავენ 30 წელია.
„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა“, – თქვა კიუტმა.
რამდენიმე დღის წინ აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და „როსგვარდიას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. კრიტიკოსების აზრით, შეთანხმებით შესაძლებელი ხდებოდა აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე