ჯაბა სამუშია სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
ჯაბა სამუშია სტუდენტებს სწავლისკენ და საკუთარი შესაძლებლობების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს
„გილოცავთ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაექვსი ათას გონიერ, ბეჯით, გამორჩეულ და მიზანდასახულ თაობას სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!
თქვენი შრომა და განვითარებისადმი სწრაფვა ნამდვილად დასაფასებელია. სწორედ თქვენი აკადემიური და სხვა მრავალმხრივი შესაძლებლობა განაპირობებს საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმატებას. როგორც რექტორი, ვამაყობ იმ მიღწევებითა და შედეგებით, რომელიც თქვენს შრომისმოყვარეობას მოაქვს ჩვენი უნივერსიტეტისთვის.
მოგიწოდებთ, ისწავლეთ, იშრომეთ და გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ, რადგან თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ, თქვენი პროფესიონალიზმი ჩვენი სამშობლოს წინსვლის გარანტია იქნება.
თითოეული უნივერსიტეტელი, პროფესურა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწოდებულნი ვართ, რომ თქვენ შეგიქმნათ ისეთი პირობები, რომელიც საშუალებას მისცემთ სწავლა უფრო შინაარსიანი, სტუდენტობა კი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამორჩეულ დღეს! გისურვებთ წარმატებასა და წინსვლას თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში!”, – აცხადებს ჯაბა სამუშია.

ასევე დაგაინტერესებთ