VIDEO: მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტი დაკბინა
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი დაკბინა. ამის შესახებ ავსტრიული მედია იტყობინება.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კიშინიოვში ვიზიტით მყოფმა ვან დერ ბელენმა სამფეხა ძაღლის მოფერება სცადა.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 79 წლის ავსტრიის პრეზიდენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.