“წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია” – გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი
· 84
უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ნაცნობები ავრცელებენ. ნიკოლოზ თორელი ბოლო წუთამდე აქტიურად აგრძელებდა ლაშქრობებში სიარულს. ასევე აკეთებდა სათავგადასავლო ტურებსა და ბანაკებს…
ყველა, ვისაც ლაშრობები და მთებში ხეტიალი უყვარდა, მას იცნობდნენ, როგორც “ნიკო ძიას”.
“მეგონა, რომ უშრეტი ენერგია გააჩნდა, არასდროს იღლებოდა, უდიდეს და ურთულეს ბილიკებს უმსუბუქესად გადაივლიდა. ჩემთვის მოტივატორი იყო და მეგონა არასდროს დადგებოდა ეს დღე. მადლობა ნიკო ჯავახიშვილი – ძია, რომ საქართველოს უმშვენიერეს ადგილებს მაზიარეთ, ულამაზესი კადრები მოგქონდათ და უმნიშვნელოვანესს გამოცდილებებს გვიზიარებდით.”
“კიდევ ერთი ძალიან მაგარი, ლაღი, ენერგიული, მუხლმაგარი და გულანთებული კაცი გამოაკლდა ამ წუთისოფელს, ჩვენს რიგებს!..”
“წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ჩვენი მეგობარი და მთაზე შეყვარებული ჩვენი ნიკო ძია. მიხარია, რომ გიცნობდით და ძალიან მწყდება გული, რომ ასე მალე დაგვტოვეთ ჩვენ მოგზაურებს ყოველთვის გვემახსოვრებით და გაგიხსენეთ დიდი სიყვარულით შევხვდებით იმიერში”.
“არ მეგულება მთის მოყვარული ადამიანი, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც არ ყოფილიყო მთის სტუმარი ნიკო ძიასთან ერთად…”
“ნიკო ძია”, ასე იცნობდა თითქმის მთელი საქართველო ყველა თუ არა, ის ხალხი მაინც, ვისაც ბოდიალი და სიმწვანე გვიყვარს, იმის მიუხედავად, რომ ერთად არსად ვყოფილვართ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თამამად შეგვიძლია, მივაწეროთ უმეტესი სალაშქრო ბილიკის მარკირება საქართველოში, სალაშქრო ტურიზმის განვითარება, ბევრიც იტყვის, ჯაჯღანა იყოო, სულ ჩხუბობდაო, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველთვის დამწყებ მოლაშქრეებს, იმიტომ აძლევდა შენიშვნას, რომ ესწავლათ, როგორ ელაშქრათ სწორად. ადამიანი, რომელსაც საქართველოს მიწაზე არსებული ყველა კენჭი უყვარდა. ნიკო ძია, ძალიან დამწყვიტე გული მეც და სხვებსაც, არ იმყოფინე საქართველო და მარადისობის გზის დამარკვას იწყებ, შეხვედრამდე” – წერენ სოცქსელში და უხუცეს მოლაშქრეს ემშვიდობებიან.