შვეიცარიის პრეზიდენტი – თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გავაძლიეროთ

ჩვენ თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა განაცხადა.
„არმია ბოლო 30 წლის განმავლობაში განადგურებული იყო და ცხადია, რომ ამის გამოსწორება ხუთ წელიწადში და გაზრდილი რესურსების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა ვიოლა ამერდმა.
ვიოლა ამერდმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების მაგალითზე, შვეიცარიამ შესაბამისი გაკვეთილები უნდა მიიღოს.
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარკუს მედერმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ ნატო-ს ქვეყნებთან ინფორმაცია და გამოცდილება უნდა გაცვალოს.
ასევე, გადახედოს იმას, შეუძლიათ თუ არა შვეიცარიის სამხედროებს ალიანსის ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა