90-მდე პოლიციელს ბათუმში ბინები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო.
პროექტში მონაწილე ყველა პირს, 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა “თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ.
დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა. გიორგი ბუთხუზის განცხადებით, პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს