ეკა სეფაშვილი ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე: რამდენიც სურთ, იმდენი კვლევითი მისია გამოაგზავნონ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში ეხმიანება ეუთო-ს 24 ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“.

დეპუტატის თქმით, ეუთოს წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილების, საქართველოში არავის ეშინია იმიტომ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება დაცულია მაღალ დონეზე, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.

„პირველ რიგში [ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილების], იმიტომ არ გვეშინია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და სხვა მდგენელები მაღალ დონეზეა დაცული, რასაც ადასტურებს არაერთი გამოკითხვა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა. ასე რომ, რამდენიც სურთ, იმდენი კვლევითი მისია გამოაგზავნონ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმას დაადასტურებენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების, სიტყვის, გამოხატვის და შეკრების უფლება დაცულია მაღალ დონეზე,“ – განაცადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული