9 დათქმა, მოცულობით, ათჯერ ნაკლებია წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით – ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან – ირაკლი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოცულობით, 9 დათქმა ათჯერ ნაკლებია 12 რეკომენდაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ, გასული 20 თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან უამრავი რამ გაკეთდა.
„წარმოდგენილია 9 კონკრეტული დათქმა. მოცულობით, ეს 9 დათქმა დაახლოებით ათჯერ ნაკლებია წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, რათა განხორციელებულიყო ცვლილებები და რეფორმები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებში. გავყვებით ამ ახალ 9 დათქმას და უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა