9 აგვისტოს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ?

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად “ზუთხის” მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა.
9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო ჩვენგან გამბედაობასა და პასუხისმგებლობების აღებას მოითხოვს. ეს შინაგანი ტრანსფორმაციის, ღირებულებების გადაფასების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდია. ამიტომაც ასტროლოგები თითოეულ ადამიანს ურჩევენ, აღნიშნული დღის ენერგია გამოიყენონ.
გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, 9 აგვისტოს სავსე მთვარე ემოციებს გაამწვავებს და შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციაც შეგექმნათ. სხვების სიტყვები არასწორად გაიგოთ და კამათი დაიწყოთ. ამიტომ, ამ დღეს ჯობს, კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ. მომატებული ემოციური ფონის გამო შესაძლოა, ადამიანებს უსაფუძვლოდ აწყენინოთ და თავადაც ინფორმაცია არასწორად აღიქვათ.
აღსანიშნავია, რომ მერწყული, ვერძი, მორიელი და კურო სავსე მთვარის მაქსიმალურ გავლენას იგრძნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან