9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება

9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი „9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.

„მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე, მათ შორის „თეთრ სიაში“ არსებულ ვებგვერდებსა და SMS შეტყობინებების სერვისებზე წვდომა დროებით შეიზღუდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. კრემლში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხეა“.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად