9 აპრილს რატომ ვიბრძოდით და რატომ დაგვეღუპა ის გოგო-ბიჭები? იმიტომ, რომ ქვეყანა ასკინკილათი არ ყოფილიყო ერთი ცენტრის – კრემლის ბრძანებაზე დამოკიდებული, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მეორე ცენტრი უნდა არსებობდეს?

9 აპრილს რატომ ვიბრძოდით და რატომ დაგვეღუპა ის გოგო-ბიჭები? იმიტომ, რომ ქვეყანა ასკინკილათი არ ყოფილიყო ერთი ცენტრის – კრემლის ბრძანებაზე დამოკიდებული, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მეორე ცენტრი უნდა არსებობდეს?
„მე მაინც ევროპაში მგონია საღი ძალები იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრებისაგან ვიცით, რომ იქ სხვა დამოკიდებულება იყო, სხვა კულტურა შემოდიოდა, მაგრამ ასეთი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ იმიტომ კი არ ჩამოვცილდით საბჭოთა სივრცეს, რომ სხვა ასეთი ძალადობრივი სივრცე მიგვეღო,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრმა ზაალ მიქელაძემ და დასძინა, რომ რეალურმა პარტნიორმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, გავაგრძელოთ წინსვლა ერთად, ადამიანურად, სწორ ურთიერთობებზე დაყრდნობით.
„სოციალურ ქსელში ხაზარაძის პოსტი ვნახე, სადაც წერს – რატომ უნდა წავიკითხო ეს კანონიო. გუშინდელი დეპუტატი, დღეს პარტიის ლიდერი როდესაც ამას ამბობ, მხოლოდ ასკინკილათი და ცალ ფეხზე დავალების შემსრულებელი ხარ.
მოდი ვაღიაროთ – მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც 9 აპრილი ერთად გავიარეთ, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავლახეთ რთული პერიოდი და ვიცით, ეს რაც იყო. რატომ ვიბრძოდით იქ და რატომ დაგვეღუპა ის გოგო-ბიჭები – იმიტომ, რომ ქვეყანა ასკინკილათი არ ყოფილიყო ერთ ცენტრზე – კრემლის ბრძანებაზე დამოკიდებული. ძალიან მიჭირს ამის შინაგანი აღიარება, მაგრამ ამდენი სიარულის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეორე ცენტრი უნდა არსებობდეს.
რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება ის, როცა ისიც ერთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა. ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს, ჩვენი იდენტობა გვაქვს და აქედან გამომდინარე, არის რაღაცები, რაც ამ ქვეყნისთვის მიუღებელია. ამის გამო, ნუ დაგვიმიზნებენ რაღაც იარაღს „ენჯეოშნიკების“, თუ სხვების სახით (ცხადია, ნამდვილ იარაღს არ ვგულისხმობ) და მოგვცენ შესაძლებლობა, ეს გზა სწორად და დემოკრატიულად გავიაროთ.
მე მაინც ევროპაში მგონია საღი ძალები იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრებისაგან ვიცით, რომ იქ სხვა დამოკიდებულება იყო, იქიდან სხვა კულტურა შემოდიოდა, მაგრამ ასეთი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ იმიტომ ჩამოვცილდით საბჭოთა სივრცეს, რომ სხვა ასეთი ძალადობრივი სივრცე არ მიგვეღო. გავაგრძელოთ ერთად, ადამიანურად, სწორი ურთიერთობა,” განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება