ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია. ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას – პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება.
„ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია. ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც. ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან და როდესაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია. უფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა და ჩვენ გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა პატრიარქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა