84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება – აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.
პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება – აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება “სისხლის სამართლის კოდექსის” 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.
პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს:
· პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
· სასჯელის 1/2-ით შემცირება;
· სასჯელის 1/4-ით შემცირება;
· სასჯელის 1/6-ით შემცირება;
· პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს